10:10 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 20:36:52, 1210 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად,  ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.

ამ მიზნით, 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილებებით, 2018  წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2018 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 58 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 2115 ნიმუში, მათგან 196 შეფასდა უარყოფითად.

ამასთან ერთად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში, ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში, რაც საშუალოდ 50%-ით გაზრდილია გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა 24 შემთხვევაში. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღვინის სხვა პარამეტრების შემოწმებასთან ერთად, ხორციელდება ალკოჰოლური სასმელის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics