09:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 15:34:16, 1000 ნახვა

საზოგადოება
„ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებს და ძმებს“ - დიანა ღურწკაიამ საქართველოს სახელით ბოდიში მოიხადა

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლის გამო, ბოდიში მოიხადა, - ინფორმაციას m.vz.ru ავრცელებს.

ღურწკაიამ აღნიშნა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი.

„მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან და მინდა  იმ უზარმაზარ განსხვავებაზე ვისაუბრო, რაც დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას  შორის არის. ქუჩაში ჩემთან მოვიდა ადამიანი,  რომელიც  უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის ტაქტი და გაგება ბოდიში მოიხადოს, მას თავად სურს ამის გაკეთება.  მეც,   როგორც ქართველი, ვუერთდები მისი სიტყვების პათოსს და მინდა ბოდიში მოვუხადო  ერთმორწმუნე დებს და ძმებს, ვისი ღონისძიებებიც ჩაიშალა“, - განაცხადა ღურწკაიამ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთიში  სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის ხალხი ყოველთვის პოულობდა უსაფრთხო გარემოს, საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას და პოლიტიკოსები ორი მოძმე, ერთმორწმუნე ერის ერთობის დარღვევას ვერ მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“  დამოუკიდებლობას აღიარებს,  საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეების განსაკუთრებული გაღიზიანება ასამბლეის მეორე დღეს, გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ გამოიწვია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ასამბლეა გავრილოვის ვიზიტი დროზე ადრე დაასრულა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით საჰაერო ფრენები აკრძალა და საქართველოში ტურისტული ვიზიტისგან თავის შეკავების რეკომენდაციები გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics