2019-06-24 14:20:00, 989 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს გახარია!“ - დემონსტრანტები „რესპუბლიკის მოედნიდან“ ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ
„გადადგეს გახარია!“ - დემონსტრანტები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილებით დაიძრნენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტის მთავარი მოთხოვნა ამ მომენტისთვის არის რომ შს მინისტრი გადადგეს.
"ყველას გვინდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან