2019-06-24 10:01:03, 967 ნახვა
საზოგადოება
დემონსტრანტები 14:00 საათზე შს სამინისტროსთან, ხოლო 19:00-ზე პარლამენტთან აქციას განაახლებენ
დღეს, 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი, პარლამენტთან აქცია განახლდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა გუშინ საპროტესტო აქციაზე გამოაცხადეს.
დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან