2019-06-23 01:32:46, 1105 ნახვა
საზოგადოება
TBC მზად არის თითოეულ კლიენტთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს
"თიბისი ბანკი" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვას ეხმაურება.
ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.
"თიბისი ბანკი" მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს.
შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან