2019-06-23 00:48:34, 1189 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული - აქციამ ერეკლი მეფის ქუჩაზე გადაინაცვლა
"ქართული ოცნების" ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები და სპეცრაზმი არიან მობილიზებული.
პოლიციას მობილიზება მმართველი გუნდის ოფისთან, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
კერძოდ, რუსთაველის გაზირზე შეკრებილებმა გადაწყვიტეს, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები იქ გააჟღერონ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან