2019-06-22 20:51:19, 1186 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.
აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება მოთხოვნებს, მათი მოთხოვნები შემდეგია: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაისაჯონ ძალოვნები, რომლებმახ ძალას გადაამეტეს, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან