2019-06-22 19:12:02, 1346 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „სირცხვილია“ განახლდა.
ადგილზე პოლიტოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.
რაც შეეხება მოთხოვნებს, მათი მოთხოვნები შემდეგია: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაისაჯონ ძალოვნები, რომლებმახ ძალას გადაამეტეს, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან