2019-06-22 18:59:09, 1394 ნახვა
საზოგადოება
ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა საამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-108 ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან