2019-06-22 17:55:30, 957 ნახვა
საზოგადოება
წალკისა და დმანისის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 21 ივნისის აქციას ეხმაურება
საქართველოს პარლამენტის წევრი წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმაურება.
„მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, 21 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს, პარლამენტის წინ საქართველოს ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თვითორგანიზების უნარი.
ერები, რომელსაც არ გააჩნია თვითორგანიზების უნარი, როგორც წესი, ვერ ყალიბდებასრულფასოვან თავისუფალ საზოგადოებად. ასეთი ერები, როგორც წესი ვერ აღწევენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და გარედან იმართებიან.
ვამაყობ, რომ ჩვენი საზოგადოება თვითორგანიზებისა და სამშობლოს სიყვარულის ასეთ ხარისხს ამჟღავნებს“, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,