08:22 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 12:44:34, 1028 ნახვა

საზოგადოება
საელჩოები და არასამთავრობოები ღირსების მარშის გადადების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რამდენიმე საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაცია ღირსების მარშის გადადებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

„მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია.

ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გაერო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის საელჩო, აშშ-ის საელჩო, გაერთიანებული სამეფოს საელჩო, გერმანიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საფრანგეთის საელჩო და შვედეთის საელჩო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics