2019-06-21 23:24:08, 1796 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე მისულ გიგი უგულავას დემონსტრანტების ნაწილმა ბოთლები დაუშინა და მისი გაძევება მოითხოვა
პარლამენტის წინ აქციაზე მისულ „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას დემონსტრანტების ნაწილმა ცარიელი ბოთლები დაუშინა.
აქციის მონაწილეების ნაწილი უგულავას ალყაში მოქცევას ცდილობდა, რათა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ჰქონოდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნონ და აქცია მათი მოწოდებების გარეშე გამართონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,