2019-06-21 22:32:50, 959 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: დღეს აქ, თემირლანი იდგებოდა, ბოროტ ხელისუფლებას რომ არ მოეკლა
პარლამენტის წინ, სადაც აქცია მიმდინარეობს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა.
მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი შვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქციაზე მის ნაცვლად იდგებოდა.
„მოხარული ვარ ამ ახალგაზრდების აქ ყოფნით. მე აქ 10 თვე გავატარე თქვენი აქ გამოსვლის მოლოდინში. ალბათ დღეს აქ ჩემს ადგილას თემირლანი იქნებოდა, ამ ბოროტ ხელისუფლებას რომ არ მოეკლა ის. იყავით ძლიერები და გახსოვდეთ, რომ თქვენზე დგას საქართველო, თქვენ უნდა შეცვალოთ ბოროტება, დაუსვათ წერტილი და დაანგრიოთ ეს სისტემა. ღმერთმა გაგაძლიეროთ",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,