08:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 15:31:03, 965 ნახვა

საზოგადოება
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - გუშინ ხელისუფლების მოქმედება რეპრესიებში გადაიზარდა

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 20 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ხელისუფლების მოქმედება გაცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს და არათანაზომადი საპასუხო მოქმედებიდან რეპრესიაში გადაიზარდა.

„გუშინ, პარლამენტთნ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები  საქართველოს პარლამენტის წინ იმ რუსი პოლიტიკოსის საზეიმო მიღების ფაქტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რომელმაც მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. აქციის მონაწილეების ასევე მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას. 

იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა მოსახლეობის უკამყოფილების სიმწვავის სწორად შეფასება და კრიტიკული სიტუაციის დეესკალაცია, მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო, რასაც პოლიციასა და აქციის წევრებს შორის დაპირისპირება მოყვა. დემონსტრანტები სპეცრაზმმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის ძირითადი ნაწილის დაშლის შემდეგ, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ დემონსტრანტების მისამართით რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, თბილისში აქციის დაშლის დროს 240-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, რამდენიმე ადამიანიმა დაკარგა თვალი და მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 

დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობის და სხეულებრივი დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, შეკრების მონაწილეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყნებეული ძალა იყო კრიტიკულად არასათანადო, არათანაზომიერი და რეპრესიული. აქციის ცალკეული მონაწილეების შესაძლო უკანონო მოქმედებების აღკვეთა ვერ გაამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილ სისასტიკეს და დანაშაულს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად დაზარალდა ან უკანონოდ იქნა დაკავებული“, - ნათქვამია განცხადებაში.     





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics