2019-06-21 05:37:19, 1024 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, აქცია 19:00 საათზე განახლდება
რუსთაველის გამზირზე, აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები მოსახლეობასთან ერთად სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ. მან საზოგადოებას სრული მობილიზებისკენ მოუწოდა. ვაშაძემ დასძინა, რომ მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელი იქნება. კერძოდ კი, შს მინისტრის გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან