2019-06-21 04:36:31, 891 ნახვა
საზოგადოება
კახიძე: ინგოროყვას კლინიკაში 33 ადამიანი შემოიყვანეს, ერთ-ერთი რეანიმაციაში იმყოფება
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველის გამძირზე დაშავებული 33 ადამიანია გადაყვანილი.
როგორც კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ერთ-ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"ამ წუთას შემოიყვანეს ინგოროყვაში რეზინის ტყვიებით დაცხრილული ბიჭი. თვალებზე ხელები ჰქონდა აფარებული. ხალხზე ნადირობას განაგრძობენ. 33 დაზარალებულია ამ კლინიკაში, აქედან ერთი რეანიმაციაშია", - წერს დეპუტატი.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან