2019-06-21 03:03:49, 892 ნახვა
საზოგადოება
R2: ზუგდიდიდან თბილისისკენ პოლიციის დამატებითი ძალები მოემართებიან
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდიდან თბილისისკენ პოლიციის დამატებითი ძალები მოემართებიან.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველების კოლონა დედაქალისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრა.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირება გამზირზე გრძელდება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან