2019-06-21 02:38:03, 919 ნახვა
საზოგადოება
დარბევა გრძელდება - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს
სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა.
ამ დროითვის აქციის მონაწილეები რუსთაველის თეტრთან იმყოფებიან, თუმცა სამართალდამცველები პერიოდულად ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების სროლას აგრძელებენ.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, უკვე 100-მდე მოქალაქე დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც.
ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებული და მოქალაქეებს დახმარებას უწევენ.
არსებული ვითარების მიუხედავად, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,