|
2015-07-02 15:32:43, 564 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა
მომხმარებლების „სეტ-ტოპ-ბოქსებით“ შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა საბანკო სექტორის, მსხვილი სავაჭრო ობიექტებისა და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული სიგნალის სპეციალური მიმღები მოწყობილობების - ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსების“ ლოგისტიკისა და დისტრიბუციის საკითხებზე და ასევე აპარატურის შესაძენად საქართველოს ბანკების მხრიდან მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის დროულად გადაწყვეტის მზაობა გამოთქვა, რის თაობაზეც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მიეწოდება სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სადისტრიბუციო ქსელებს „სეთ-თოფ-ბოქსების“ საკმარისი მარაგი გააჩნიათ და დეფიციტი ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის. შეხვედრაზე განხილული და შეჯამებული იქნა ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველი დღის შედეგები და აღინიშნა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში განლაგებულ სადისტრიბუციო ქსელებს, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს, სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ჰქონიათ. დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ რიგები, რომელიც განპირობებული იყო „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენისას მოსახლეობის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე. „აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე, შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი და ხაშური. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვთხოვთ, დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეთ–თოფ–ბოქსების“ შეძენა“, - აცხადებენ სამინისტროში.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)