07:12 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 18:59:31, 964 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის ახალი მინისტრი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება.

შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, რა სტრუქტურული განახლება იგეგმება უწყებაში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. 

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მზად არის საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის.

„სამინისტრო ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. ყველა პროცესი  ღია და გამჭვირვალე იქნება“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ევროპის  წამყვან ქვეყნებში -  გერმანიასა  და შვეიცარიაში, სადაც მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების მიმართულებით საქმიანობდა.

2015 წლიდან  ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ახალ მინისტრს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განათლება ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს მიღებული. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს  ავსტრიის დანუბეს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტში,  ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით.

2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი  - გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. ეკატერინე ტიკარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის, სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics