|
2019-06-19 12:32:34, 944 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: არცერთი ჯარიმა არ არის იმ ზიანის ტოლფასი, რომელსაც სამშენებლო დარღვევებით, ზოგიერთი კომპანია ქალაქს აყენებს
დედაქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დარღვევების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტი არც თუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში და დედაქალაქში მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები, ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ახერხებენ სამშენებლო დარღვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურობაში, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის და ა.შ. შესაბამისად, მე დავავალე დედაქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ამ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე, მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რითაც ჯარიმების ოდენობა გაათმაგდა. „როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება. მიგვაჩნია, რომ არცერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი და შესაბამისი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ქალაქს აყენებს. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია მოგვეხდინა. ეს ცვლილებები ზოგიერთ სამშენებლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აქამდე კი ადმინისტრაციული სასჯელი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ქალაქში გვაწუხებს. კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა; სიმაღლის პარამეტრის დარღვევა; უნებართვო მშენებლობა; მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში სრული პრეზენტაცია გვექნება და მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. დღეს კი ამ კანონპროექტის პაკეტს პარლამენტს გადავუგზავნით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ვიცე-მერს შესაბამის სამსახურებთან ერთად, პარლამენტთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა სთხოვა, რათა ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)