|
2019-06-17 14:51:15, 983 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ვასაძეზე: მსგავსი მოწოდებები წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და გამოხატვის თავისუფლებას ცდება
საქართველოს სახალხო დამცველი 16 ივნისს თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას და მისი მიმდინარეობისას გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ ისე, გარეთ". "საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ადგენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რისი დარღვევის შემთხვევაშიც, გამოხატვა სცდება კანონით დაცული სიკეთის ფარგლებს და იქცევა უკანონოდ. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომელიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, აქციის ორგანიზატორის მხრიდან გაისმა მოწოდება სხვადასხვა ადამიანებისგან დაკომპლექტებული რაზმების შექმნაზე, რომლებიც მოახდენენ სხვა პირთა თავისუფლების აღკვეთას, იარაღად სხვადასხვა საშუალების გამოყენებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ორგანიზატორმა ასევე ახსენა, რომ მოსალოდნელი იყო „კაცის მკვლელობა იქითა მხარეს“, რათა ეს შემდგომ ამ რაზმის წევრებს დაბრალებოდათ. მსგავსი მოწოდებები ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უკანონო ქმედებები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი, როგორც უფლებამოსილი ორგანო გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინადადებით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს: • ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა • გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)