05:33 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 19:36:07, 1186 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

„ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ.

ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები. ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას ბოლო დღეებში რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს.

გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ. უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა - მომსახურება უფასოა“,- ნათქვამია განცხადებაში.

R





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics