|
2019-06-15 10:06:19, 844 ნახვა
საზოგადოება
ჯაში: მადლობა ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც 100-ზე მეტ მოსწავლეს და სტუდენტს სტიპენდიებით აფინანსებს
"გასაკუთრებული მადლობა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დებუპუტატს ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ-დეპუტატს, რომელიც დღეისთვის უკვე 100-ზე მეტ მოსწავლეს და სტუდენტს აფინანსებს ყოველთვიური სტიპენდიებით და ეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა დეპუტატის მხრიდან",- ეს განცხადება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ტყიბულში დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით საქართველო იღებს პრაქტიკულად მსოფლიოში პირველ პრეცედენტს, რომელიც კანონის დონეზე დაარეგულირებს მთლიანი შიდა პროდუქტიდან სულ მცირე 6%-ის დაფინანსებას განათლების სექტორზე და ეს უდრის დაახლოებით ბიუჯეტის მეოთხედს. ,,უაღრესად მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით საქართველო იღებს პრაქტიკულად მსოფლიოში პირველ პრეცედენტს, რომელიც კანონის დონეზე დაარეგულირებს მთლიანი შიდა პროდუქტიდან სულ მცირე 6%-ის დაფინანსებას განათლების სექტორზე და ეს უდრის დაახლოებით ბიუჯეტის მეოთხედს. ეს არის უფრო ახალი და უკეთესი სკოლები, უფრო მეტად დაფასებული მასწავლებლების ღვაწლი, უკეთესი ხარისხის სახელძღვანეოლოები და ბავშვებისთვის ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თქვენი შემდგომი წარმატება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვპირდებით მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივებში, რომ განათლების რეფორმა იყოს ბოლომდე წარმატებული. პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გადადგმულია, პედაგოგთა ღირსეული დაფასების და საპენსიო ასაკის მასწავლებლების გაცილების კუთხით, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვექნება ინიციატივები, რომლითაც საქართველო რეალურად დაიმკვიდრებს, მსოფლიო რუკაზე განათლების სექტორის რეფორმის კუთხით ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს და ბუნებრივია, თქვენთან ერთად, თქვენი ხელშეწყობით და აქტიური ჩართულობით, გვაქვს იმედი ამ წარმატებების",- განაცხადა მარიამ ჯაშმა დეპუტატმა ისაუბრა თერჯოლაში ინფორმატიკის კაბინეტის მოწყობის შესახებ, რომელიც კომპიუტერული ტექნიკით სწორედ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით აღიჭურვა. ,,ეს არის მაგალითები, რითაც შეგვიძლია სხვა წარმატებული ადამიანების ჩართვის წახალისებაც შევძლოთ ქვეყნის მასშტაბით",- განაცხადა მარიამ ჯაშმა ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან, ტყიბულისა და თერჯოლის მჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სტიპენდიები დაუნიშნა. 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)