2019-06-15 01:37:50, 1011 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სესილი ბოკერიას ჰომოფობიური ჯგუფიდან ხელით შეეხნენ
მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო.
ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფისწევრებს „აღიზიანებდა“.
მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს.
ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავენ და ეპყრობიან ჟურნალისტებს. ემუქრებიან სხვადასხვა სიტყვებით, ეუბნებიან, რომ „დაიმახსოვრებენ“ და ა.შ.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს;
ავტორი: ექსპრესნიუსი,