05:33 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 20:29:23, 877 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური პარტიის - საპატრიარქოს მოწოდება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საპატრიარქოს მოწოდება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთანავე, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც არის (უნდა იყოს) კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი: -ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაშია ნათქვამი,  „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

„განცხადების უკან მდგომი ცალკეული “ტაბურეტკიანი” სასულიერო პირები სეკულარული სახელმწიფოსთვის სრულიად დაუშვებელი ფორმებით ცდილობენ მიითვისონ ის ფუნქციები, რაც სასულიერო ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნოდა და არც მიეკუთვნება არასოდეს.

დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აკისრია პასუხისმგებლობა იმოქმედოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, უზრუნველეყოს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, ვერასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მას საერთოდ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანის უფლებები, ჰქონდეს პრეტენზია იყოს ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი, იყოს ღირსეული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების.

ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს გააკეთონ მკაფიო განცხaდებები, რომელიც მკაცრ პასუხს გასცემს საპატრიარქოს, მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას აჩვენებს მზაობას თითოეული ადამიანის უფლების დაცვის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ამ საკითხშიც გახდება აშშ პარტნიორი და შეურთდება დონალდ ტრამპის კამპანიას, რომლის მიზანია მთელს მსოფლიოში ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა“, - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას ქვიარ თემის მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილი პრაიდის ჩატარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics