04:50 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 15:48:20, 963 ნახვა

საზოგადოება
IDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შსს-ს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შეფასების 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციებიც 2014 წელთან შედარებით და ასევე, მოიცავს საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს.

IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს 96%-იანი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელთან შედარებით ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად - 39%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუმჯობესა და ამ კუთხით, საჯარო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე აქვეყნებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი რეკომენდაციებსაც გამოსცემს და მოუწოდებს სხვა საჯარო დაწესებულებებს, საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსონ ყველა ის ფინანსური თუ სხვა საჯარო დოკუმენტი, რომლზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. ამის წარმატებულ მაგალითად კი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოჰყავს, რომლის საჯარო ინფორმაციის გვერდზე დამატებით გამოქვეყნებულია მაღალი ინტერესის მქონე სტატისტიკური მონაცემები, სამინისტროს მიერ აღრიცხული მონაცემთა ბაზები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ IDFI-ს აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics