04:50 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 13:44:27, 802 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება

 „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელი მხარს უჭერს კონფერენციას, რადგან საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სასტუმროების მშენებლობის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მეოთხე კონფერენციაზე სფეროს წამყვანი პროფესიონალები,  ბაზრის მიმწოდებლები და საველე ექსპერტები,  წარადგენენ თემატურ პრეზენტაციებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, არსებულ სტატისტიკაზე.  4 სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები; პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა; საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება.  ამასთან, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზატორები აუდიტორიას გააცნობენ პროექტში მიმდინარე სიახლეებს, ჟიურის ახალ შემადგენლობას და ახალ ნომინაციებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. ასევე, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის უნიკალური პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედია. ღონისძიება არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის,  ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაზიარებისთვის.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics