|
2019-06-13 15:56:08, 1070 ნახვა
საზოგადოება
„ქართუს“ მხარდაჭერით სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება
დარბაზული ტიპის ეკლესიაზე, რომელსაც მრავალჯერადი გადაკეთების აშკარა ნიშნები აქვს, სრულად მოიხსნება თუნუქის უხარისხო სახურავი და მისი ხის კონსტრუქცია, რომელიც კრამიტით ჩანაცვლება. ნაგებობის ინტერიერის ქვის კვადრების იატაკი, რომლის ზედაპირი მკვეთრად დეფორმირებულია, ახლიდან გადაეწყობა და დაზიანებულ სეგმენტებზე ავთენტური ფორმის თლილი ქვებით განახლდება. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე მოიხსნება გასული საუკუნის დროს უხარისხოდ ნაშენი ქვის კარნიზი და მასზე დაშენებული კედლები, რომელიც ეკლესიაში წყლის ჩადინებისა და კედლის მხატვრობის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა. ძველის ნაცვლად ტაძარზე არსებული ფორმის პროფილირებული კარნიზი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით მოეწყობა. ეკლესიის გარე ფასადებზე ეროზიით გამოწვეული ნაპრალები და გამორეცხილი ჭრილები კირხსნარით ამოივსება და კონსერვირდება. დაზიანებული უბნები ისექტირების მეთოდით გამაგრდება. მონასტრის ტერიტორიაზე სრულად აღდგება ქვის გალავანი, რომლის ცალკეული სეგმენტები კლდოვანი ფერდობის ეროზიისგან დროთა განმავლობაში დაიშალა. 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი., ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება. ერისთავების სასახლისა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ფონდი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)