2019-06-13 13:25:26, 1316 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან