07:06 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 15:09:31, 1115 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ

 „ვითიბი ბანკმა“,  მომხმარებლად ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა დანერგა. ინოვაციური მომსახურების მიღება ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ტელეფონით გადაღებული საკუთარი ფოტოსა და ID ბარათის ატვირთვა, აგრეთვე რეეგისტრაციის მოკლე და მარტივი ფორმის შევსება.

ნებისმიერ პირს, რომელიც ბანკის მომხარებლად ონლაინ დარეგისტრირდება, საჩუქრად გადაეცემა MasterCard Debit ბარათი. აღნიშნულ ბარათს, კლიენტს, ბანკის თანამშრომელი ელექტრო სკუტერით, უფასოდ, მიაწვდის სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

MasterCard Debit ბარათით შესაძლებელია თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან. ახალი მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს მიღებული ბარათის დაზღვევით 1 წლით, ხოლო   გატარებულ ტრანზაქციებზე გაორმაგებული ბონუს ქულები დაერიცხება.

„ვითიბი ბანკი“,  „ვითიბის“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics