|
2019-06-12 15:04:54, 4164 ნახვა
სამხედრო
აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. „თანამშრომლობის დინამიკა ფართოვდება, ღრმავდება და მტკიცდება, რაც მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საუბარი შეეხო თანამედროვე სამხედრო განათლების სისტემისა და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას, სამმხრივი სწავლებების ჩატარებასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამმხრივი სწავლებების განსაკუთრებული მნიშვნელობა და წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი: „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა იმ ორმხრივ სწავლებებში, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მომავალში დაიგეგმება.“ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების სამმხრივი კურსების შეთავაზებას. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივი ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)