|
2015-07-01 17:56:02, 539 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სკოლის 2 მოსწავლე აშშ–ში, პენსილვანიის სკოლაში გაემგზავრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გლობალური მეწარმეობის პენსილვანიის სკოლაში გაემგზავრებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლე ორი გოგონა სკოლის მოსწავლეებისთვის სამეწარმეო განათლებაზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამეწარმეო პროგრამის დასაუფლებლად ერთი თვით, 4 ივლისს გაემგზავრება და საქართველოში 1 აგვისტოს დაბრუნდება. 2 აგვისტოს ორივე მონაწილე საქართველოში „Buckswood Summer School of English“ საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას. ელენე ჩარკვიანსა და გვანცა ცუცხაშვილს დღეს გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა და წარმატება უსურვა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამეწარმეო განათლების ღირებულებასა და მნიშვნელობას. „აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო პროგრამები და მოდულები სტუდენტებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლის მეშვეობითაც მათ საშუალება ეძლევათ, იაზროვნონ შემოქმედებითად და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის ხერხები მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად იქონიებს გავლენას სამეწარმეო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, შემდგომ განვითარებასა და საქმიანობაზე. აღნიშნული პროგრამის პირველ მონაწილეებად რეგიონში მცხოვრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის“ მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასული საჯარო სკოლის მოსწავლეები, ელენე ჩარკვიანი (16 წლის, საგარეჯოს რაიონი, სოფელი თოხლიაური, მე-11 კლასი) და გვანცა ცუცხაშვილი(15 წლის, ქ. ქუთაისი №41 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი) შეირჩნენ, ასაკობრივი შეზღუდვით 15-დან 18 წლამდე. მონაწილეთა სწავლის, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს მთლიანად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ აანაზღაურებს. სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამ ამოცანის განხორციელებისა და ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სააგენტო მუშაობს სხვადასხვა დამხმარე მექანიზმის შემოღებაზე. მათ შორის, ერთ-ერთ მექანიზმს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარონ მოკლევადიანი სამეწარმეო პროგრამები, განივითარონ სამეწარმეო უნარები და ცნობიერება აიმაღლონ მეწარმეობის არსისა თუ მნიშვნელობის შესახებ. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს როგორც სამეწარმეო განათლების, ასევე მეწარმეობის პოპულარიზაციასა და საზოგადოების აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროში აცხადებენ, რომ პენსილვანიაში, კურსის ფარგლებში, მონაწილეები აუცილებლად გაატარებენ ერთ დღეს ამერიკის წარმატებულ კომპანიებში და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ პროგრამის დანარჩენ მონაწილეებს. ერთთვიანი კურსის განმავლობაში, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ კურსებში, როგორებიცაა: Ethics as an Entrepreneur" (ეთიკა ,როგორც მეწარმე); "Understanding the Marketplace" (ბაზრის ანალიზი); "Going Global: Doing Business Internationally" (ბიზნესის კეთება საერთაშორისო დონეზე); "Development of a Business Plan" (ბიზნესგეგმის განვითარება); "Development of a Marketing Plan" (მარკეტინგული გეგმის განვითარება); "Understanding Financial Statements" (ფინანსური ანგარიშების გააზრება); "The Economics of Globalization" (გლობალიზაციის ეკონომიკა). გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, დაესწრონ არჩევით კურსებს, რომლებიც ქვემოთ მოცემულ თემებს ეხება, კერძოდ: „How CEO Think” (როგორ აზროვნებს აღმასრულებელი დირექტორი); Win-Win negotiating (Win-Win მოლაპარაკებები); Human Resources (ადამიანური რესურსები, HR); Trading and Investing (ვაჭრობა და წარმოება); Leadership (ლიდერობა). პროგრამის მონაწილეებს ასევე საშუალება მიეცემათ, ესტუმრონ ამერიკის მოწინავე კომპანიებს, მოამზადონ პრეზენტაციები, რეკომენდაციები და მოისმინონ წარატებულ მეწარმეთა მიერ ჩატარებული ლექციები, ასევე გაიზიარონ მოცემულ სფეროში დახელოვნებული და პროფესიონალი პირების გამოცდილება. ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში ერთი დღე გამოიყოფა Global Village და PSGE პროგრამის მონაწილეებისთვის გლობალურ თემებზე მსჯელობისთვის.ამასთან ერთად,დაგეგმილია კულტურული საღამოს გამართვა, სადაც ქართველი მონაწილეები ქართულ ტრადიციებს დანარჩენ აუდიტორიას გააცნობენ. ამავე კურსის ფარგლებში მონაწილეები ქალაქების, ნიუ-იორკისა და ჰარისბურგის მონახულებას შეძლებენ და Lehigh Valley Business ესტუმრებიან. ინფორმაციისთვის, ლეჰიგის უნივერსიტეტის Global Village გამოყენებითი ლიდერობისა და მენეჯმენტის ტრენინგ პროგრამაა, რომელიც შექმნილია გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ,შეიქმნან წარმატებული ბიზნეს კარიერად ჩამოაყალიბონ აქტიური გლობალური ქსელი. Global Village წარმოადგენს გლობალურ, ლიდერების ქსელს, რომელიც აერთიანებს 1750 ახალგაზრდა პროფესიონალს მსოფლიოს 133 ქვეყნიდან.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)