|
2019-06-11 14:26:48, 971 ნახვა
საზოგადოება
კონსერვატორიის დარბაზში კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა
10 ივნისს, თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სახელწოდებით „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ კონცერტი - გამოფენა გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის 1930- იანი, 50-იანი და 70 -იანი უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა", საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი. ღონისძიების ფარგლებში საქველომოქმედო ფონდ ,,ქართული გალობას“ , გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს 2020 წლისთვის სანოტო კრებულის აუდიოდისკით ,,ჭვანას ხეობის სამუსიკო ფილკლორის" მომზადებას, ქალთა ანსამბლ ,,ნაი“-სა და მარეთის ხეობის ფოლკლორის საღამოების ჩატარებას, შუახევში სტუდენტური დასაქმების პროგრამის გაგრძელებას და შუახევის მერიის მხარდაჭერას. ჭვანის ხეობაში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშავეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებმა თეონა რუხაძის ხელმძღვანელობით. პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ნინო რაზმაძე. შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სიმღერის განვითარებისთვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ პროექტში მონაწილე სტუდენტები და ნინო რაზმაძე, ნანა გოთუა, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი დონაძე დიპლომებით დააჯილდოვა.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)