|
2015-07-01 17:18:08, 597 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხს ეხება. როგორც საუბრისას აღინიშნა, მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაში მოდის, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, რასაც ნათლად ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების უგულებელყოფა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)