2019-06-09 18:26:27, 1120 ნახვა
საზოგადოება
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 32,5 % შეადგინა
მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველს გულისხმობს.
ცესკო-ს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძის განმარტებით, მთაწმინდაზე, 9 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 17:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 26,6% იყო.
მისივე ინფორმაციით, 17:00 საათისათვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან