2019-06-07 00:04:09, 1326 ნახვა
საზოგადოება
ლილოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - დამწვარია 1000 კვ.მ ფართი
ლილოში ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია სულ დამწვარია 1000 კვადრატული მეტრი - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ლილოში 20-მდე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ამჟამად დამწვარია ტანსაცმლის რამდენიმე მაღაზია. ადგილიდან მოვაჭრეებს საქონელი გამოაქვთ.
ფართი ეკუთვნის სააქციო საზოგადოება "ლილო მოლს" , მართვას ახორციელებს კომპანია "ჩაინა ლილო სითი" .
ავტორი: ექსპრესნიუსი,