00:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 12:12:44, 1248 ნახვა

საზოგადოება
სანქცია, რომლითაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 100 ლარით, ველობილიკზე კი, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს, ამოქმედდა

ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განხორციელდა. 

„ჩვენი ინიციატივით, კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.კერძოდ, ავტობუსის ზოლში და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქციები გავზარდეთ. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ისინიძირითადად, საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომელიც მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენ ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟს ითვალისწინებს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და გამართული ინფრასტრუქტურაიყოს.მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე, ამ კანონის მიღება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics