00:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:03:36, 897 ნახვა

საზოგადოება
23 ივნისს სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი - სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 23 ივნისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics