00:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 15:44:58, 1314 ნახვა

საზოგადოება
სარალიძის ადვოკატი: არ დასრულებულა ეს საქმე, ბევრ კითხვას, თუნდაც სამოხელეო დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს

 „ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, რადგან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც სამოხელეო დანაშაულს - ვინ მიიყვანა ეს საქმე აქამდე“, - ასე გამოეხმაურა ხორავასს ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის, მამის ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საქმის მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავების ფაქტს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ კალანდიას  ბრალეულობაზე საუბრობდა საგამოძიებო კომისია, ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორიც. თუმცა პროკურატურასა და შსს ამ დორომდე არ უმოქმედია, რაც კითხვებს აჩენს.

„ყველა ეტაპზე ხდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში  არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობას, იყო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია,იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც პირად მე ვთვლი,რომა რის არასწორი ნაბიჯი. მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, სუბელიანის ქმედებაშიც, იმ დანაშაულის გარდა, რომლისთვისაც ის იხდის სასჯელს შეიმჩნევა სხვა დანაშაულის ნიშნებიც და ეს შესწავლას საჭიროებს. ვიხილეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც არ არის შესწავლილი, როგორ რანაირად ვის მიერ მოხდა ჩაწერა, ეს კიდევ ერთი ეტაპია და არ არის შესწავლილი უშუალოდ ამ ჩანაწერში გაჟღერებული დანაშაულის ნიშნები. თუნდაც ის გარემოება, რომ საეჭვოდ ემთხვევა მირზა  სუბელიანის მიერ მოხდილი სასჯელი მის მიერ დაანონსებულ სასჯელს ბადებს საზოგადოებაში ეჭვს. ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, არ დასრულებულა ეს საქმე, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics