|
2015-07-01 09:32:56, 639 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს ბელგიის სამეფოს დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენი, იმიგრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი ფრედი რუზმონტი, სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსეუნი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მაიკე დე ვრესი და შინაგან საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის ატაშე ქეით ვერზელენი. დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზაზა ფანცულაიამ უმასპინძლა. მან სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ცენტრის ფუნქციებისა და დანიშნულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დელეგაციის წევრებმა ცენტრი დაათვალიერეს და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეფასეს. ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)