2019-06-04 13:16:14, 949 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ კალანდიას მამა: პოლიტიკური ინტერესია, თორემ ჩემს შვილს წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?!
„ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?!“ - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! - პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს "რუსთავი 2"- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს“, - გაანცხადა თენგიზ კალანდიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან