00:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 14:26:31, 951 ნახვა

საზოგადოება
ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები ჯამში 7 ჰექტარზე განახლდება

ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა. 

„კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ მთლიანად კახეთის გზატკეცილზე არსებულ ყველა თარგს. დაახლოებით, 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა საუბარი. გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვის +“ უკვე დაიწყო მუშაობა: მიმდინარეობს ბუშის ქუჩაზე არსებული არაკეთილსინდისიერად შესრულებული ძველი სამუშაოს დემონტაჟი. ასევე, მთელს 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის გამოცვლა; გადარგულია დაახლოებით 50-მდე ხე-მცენარე. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, კახეთის გზატკეცილზე ჩვენ გვექნება განახლებული თარგები, მათ შორის ის თარგიც, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ მდებარეობს. იქ მოეწყობა ხელოვნური ტბა, დაირგვება 36 ათასი ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე, მთლიანად აღდგება ბალახოვანი საფარი”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომპანიასთან „გრინსერვის +“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე. 

ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და  კახეთის შემოსასვლელიდან ისთფოინთის სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების  მოსაწყობად; ელექტრომომარაგების გადმოსაყვანად მოწყობილია მილები კახეთის გზატკეცილის შუა თარგიდან  „ისთფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; განაპირა თარგებში მიმდინარეობს ახალი სარწყავი სისტემისთვის მაგისტრალური მილსადენების მოწყობა; მიმდინარეობს ბუშის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული გაბიონებისა და  კონსტრუქციების დემონტაჟი. 

რეაბილიტაციის ფარგლებში,  ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი მოეწყობა ტერასულად. შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. მეორე თარგი დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება და გამოიყენება  პირველი თარგის ანალოგიური გაბიონები.  ორივე თარგში, დაახლოებით 10 000 კვ. მ-ზე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები (3500 ძირი ბალახოვანი მცენარე,  15 ხე და 61 ბუჩქი). 

კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ ფართობზე (მე-4 თარგი) დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის. 
სულ სამივე თარგში,  72 000 კვ.მ ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics