23:26 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 10:45:19, 737 ნახვა

საზოგადოება
უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმის Livo.ge-ს ბეტა ვერსია, რომელიც თიბისი ჯგუფის ინიციატივით allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა, დღეიდან ამოქმედდა. Livo.ge მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ რესურსს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ  როგორც ბინის  ყიდვა-გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ასევე დეველოპერებს. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად სეძლებს, დამატებიტი პროცედურების გარეშე.

Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

„პლათფორმა გაშვებულია დღეიდან და ის 1 თვის განმავლობაში ბეტა ვერსიის სახით იქნება წარმოდგენილი, ხოლო შემდეგ სრული დატვირთვით იმუშავებს. რაც შეეხება სიახლეებს: უკვე დღეიდან,  24 საათის განმავლობაში, ხელმისაწვდომია შეფასების სისტემა. ეს სერტიფიცირებული შეფასებაა და  ნიშნავს იმას, რომ ამ სერტიფიცირებული შეფასების მიღების შემდეგ, ნებისმიერ მომხმარებელს  შეუძლია  ნებისმიერ ფინანსურ ინტიტუტში მივიდეს  და მისთვის სასურველი უძრავი ქონების შესასყიდად დაფინანსება მოითხოვოს. ასევე,  საინტერესო სიახლეა ე.წ. 3D  ტური -  რომელიც იმისთვის გაკეთდა,  რომ ვისაც თავისი ქონების რეალიზაცია და პლატფორმაზე ეფექტურად წარმოჩენა უნდა,  ეს სერვისი შეისყიდოს  და თავისი უძრავი ქონება საუკეთესო ფორმით წარმოაჩინოს. ასევე, იქნება  ინფორმაცია სამეზობლოს შესახებ. უძრავი ქონება,  რომელიც  ამ პლატფორმაზე იქნება, აუცილებლად დაიტანება  Google map-ზე  და დაინტერესებულ ადამიანს შეეძლებათ,   ნახონ თუ  მათთვის პოტენციურად საინტერესო უძრავი ქონება კონკრეტულად სად მდებარეობს,  როგორია   მის ირგვლივ ინფრასტრუქტურა,  რა პოტენციური ახალი მშენებლობები შეიძლება განხორციელდეს ამ არჩეული ქონების ირგვლივ და ა.შ.

„თი ბი სი“-ს ჩართულობა ამ პლატფორმის განვითარებაში არის ნულის ტოლი.  ის აბსოლუტურად ღია,   დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც ღიაა როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის, ასევე ნებისმიერი დეველოპერისთვის თუ უძრავი ქონების ირგვლივ პოტენციური სერვისების მქონე კომპანიისთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ბანკს შეუძლია დაუერთდეს და წარადგინოს მისი პროდუქტები. დღეს უკვე არის მსგავსი პრეცენდენტები და პლატფორმა მომხმარებელს რამოდენიმე ბანკის დაფინანსებას შესთავაზებს“ , - განაცხადა „თი ბი სი ბანკის“  გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

 

უახლოეს მომავალში Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისს თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირი ან დეველოპერი.

Livo.ge მომხმარებელს უკვე სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისთვის, Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე- 3D ფოტოტურები. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა უკვე ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის allproperty.ge-ს 90%იანი წილი 2018 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება.

უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული  ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 „allproperty.ge-ს ბაზაზე, „თი ბი სი“-სთან ერთად შეიქმნა საქართველოში პირველი უძრავი ქონების ეკოსისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ყველა პროცესი, რაც დაკავშირებული იყო ბინის შეძენასთან თუ დაქირავებასთან,  გადაინაცვლებს ონლაინ. ეს იქნება livo.ge,  ახალი, თანამედროვე,  უძრავი  ქონების ეკოსისტემაა, რომელიც ადამიანების დროის და ფულის დაზოგვაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ დავნერგეთ ყველაზე მთავარი პროდუქტი, ესაა შეფასება, რომელიც  მთელი საქართველოს მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, სანამ პროდუქტს იყიდიან ან გაყიდიან, ეცოდინებათ რა არის მისი საბაზრო ფასი. შესაბამისად, ეს მოგვიტანს იმას, რომ ბაზარი გახდება მეტად გამჭვირვალე, ღია და ტრანსფარანტული.  ეს პროდუქტი მხოლოდ 39 ლარი ეღირება და ხელმისაწვდომი დაფარვის ზონა მთელი საქართველოა.  დღეიდან ის უკვე ხელმისაწვდომია და ყველას შეუძლია გამოიყენოს.

ყველაზე დიდი პრობლემა ამ სისტემაში არის დაცული ტრანზაქცია: ადამიანებმა არ იციან, ჯერ უძრავი ქონება უნდა გადმოიფორმონ თუ ფული უნდა გადაიხადონ, - ამ სიტუაციაში მომხმარებელი ხშირად ხდება, ასე ვთქვათ, გაუგებრობის მსხვერპლი. ამასაც მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს და ვიქნებით გარნტი იმისი, რომ ტრანზაქცია, შეძენა უსაფრთხო იყოს  და არავითარ საეჭვო ელემენტებს არ შეიცავდეს“, - განაცხადა livo.ge-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩუმაშვილმა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics