|
2019-05-30 15:23:40, 848 ნახვა
საზოგადოება
თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ გაემგზავრება
"თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება - თიბისი სტატუსი და „მასტერქარდი" თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს. თიბისი სტატუსის ის მომხმარებელი, რომელიც 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, პარიზის „დისნეილენდში" "ვარსკვლავური ომების" VIP ტურის ოთხკაციან საგზურს მოიგებს, სადაც ოჯახთან ერთად გაემგზავრება. მოგზაურობის პერიოდი 28-30 ივნისია. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და "ვარსკვლავური ომების" ტურს გიდის თანხლებით. გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან" დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების" პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება". მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების" თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ. აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებს. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო. ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 20 ლარს შეადგენს. ტრანზაქციაში იგულისხმება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ან ინტერნეტით განხორციელებული (e-commerce) ოპერაცია. გამარჯვებულის ვინაობა 18 ივნისს გახდება ცნობილი.
(R)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)