22:27 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 18:36:13, 817 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა  ასოციაციის პრეზიდენტს, ჰიუგო ზეტცერს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის საგამომცემლო სფეროს მიღწევებსა და  განვითარებაზე, დედაქალაქის კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე და მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, რომელსაც თბილისის მერია გეგმავს. მათ შორის, UNESCO World Book Capital-ის სააპლიკაციო პროცესზე, რომელიც 2021 წლისათვის თბილისს მსოფლიო წიგნის დედაქალაქად მოიაზრებს.

 „თბილისი ამჟამად ორმოცზე მეტ საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებას მასპინძლობს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტივობები და  დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის მთავარ კულტურულ პლატფორმად ვაქციოთ, რომელიც ვიზიტორებისთვის მრავალი მიმართულებით იქნება მომხიბვლელი. მულტიკულტურული, მრავალეროვანი თბილისი ზედმიწევნით მზადაა წიგნის დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერია - პროექტის მთავარი განმხორციელებელი, მთავრობასა და პარტნიორებთან ერთად, აბსოლუტურ მზაობას გამოთქვამს პროექტის განსახორციელებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიუგო ზეტცერი თბილისს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია და ხვალ ფესტივალის ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. წელს პირველად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიის სტენდი, ხოლო მთავარ სცენაზე მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები გაიმართება.  მათ შორის, წარადგენენ თბილისზე შექმნილ ფოტოალბომს "მარტინ პარის თბილისი".

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ჯობავა.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics