|
2019-05-29 12:46:21, 939 ნახვა
საზოგადოება
2 წელი მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან და დაუსრულებელი გამოძიება - NGO-ები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
დღეს, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ ორი წელი გავიდა. ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, იგი დღემდე სასჯელს იხდის აზერბაიჯანის ციხეში, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს. პასუხგაუცემელია აფგანის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. 30-ზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა. ამჟამად, მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ (მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ, საქმე 39503/17). ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას შეეხება. აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო იმიჯისათვის. მუხთარლის საქმის გარშემო შეკითხვები რჩებათ საქართველოს პარტნიორებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო; ასევე, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება საქართველოსთვის ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიერტირებულის სახელმწიფოს იმიჯს; მაშინ როცა, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტურად ჩატარების შემთხვევაში ეს დამატებითი ზიანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული. ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტური გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის", - ნათქვამია განცხადებაში. * აფგან მუხთარლის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზაცია - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ხელმომწერი ორგანიზაციები - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით:
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)