22:28 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:41:01, 759 ნახვა

საზოგადოება
„რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს პროექტის „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.  ასევე  პროექტის მიღწეულ შედეგებზე და  სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე, ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს საერთაშორისო სერვისების დირექტორი კორე შურშაიდე, პროექტის მენეჯერი ელენა ბუში,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი  შერსტინ აგნეტა ვალბერგი  მონაწილეობდნენ.   ნორვეგიელ სტუმრებს საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სააგენტოს საქმიანობის,  ელექტრონული სერვისებისა  და მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ხოლო სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ხახუბიამ საქართველოში კარტოგრაფიის სფეროს განვითარების მიმართულებით ნორვეგიული პროექტის  მხარდაჭერის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის"  ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან თანამშრომლობით მიმდინარე მეორე პროექტია და საქართველოს ტერიტორიის 40000 კვ.კილომეტრისთვის  ციფრული, საბაზისო (ვექტორული) რუკების შექმნას ითვალისიწინებს.  პროექტით მიღებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემების გამოყენებას შეძლებს როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ისე, სხვადასხვა  სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში,   მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, რისკების შესაფასებლად და სამართავად,  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად  და სხვა მიმართულებებით.  პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  სახელმწიფო უწყებებისთვის გეოგრაფიული მონაცემების სწრაფი ელექტრონული სერვისის მეშვეობით უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრის შესაძლებლობების განვითარება, საჯარო რეესტრსა და ნორვეგიული მხარის მიერ რეგიონის სხვა ქვეყნებში დაფინანსებული პროექტების პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და სხვა აქტივობები.

პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 25 550 000 ნორვეგიული კრონია (NOK).

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics