|
2019-05-28 15:49:39, 3668 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო გაცემული რეკომენდაციებით ექსკურსიებს ფაქტობრივად კრძალავს
არდადეგების მოახლოებასთან ერთად სკოლებმა ექსკურსიებისთვის მზადება დაიწყეს. ბავშვებისთვის საყვარელი აქტივობა გარკვეულ ჩარჩოებში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წლის 9 ივნისს, გომბორის უღელტეხილზე, 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები ავარიაში მოყვნენ. უბედურმა შემთხვევამ 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მოსწავლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხსენებული ტრაგედიის შემდეგ ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებშია მოქცეული, რომლის შესრულებაც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. ასე გამოიყურება განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება ოორგანიზატორების მხრიდან ექსკურსიების აკრძალვადაც აღიქმებოდეს: 1.ტრანსპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება; 2.სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა);3.სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი; 4.გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას; 5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით; 6.იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული არიან არასრულწლოვანები, კოლონას წინ უნდა უძღოდეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო კოლონაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული იყოს ნიშანი ,,ბავშვები“;7.მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის; 8.იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“; 9.არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;10.ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით. 11.აღნიშნულ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება; ჩვენ დავუკავშირდით ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსს ეკა ხუციშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, რათა გასული წლის მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. „განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გარკვეულწილად დაზღვეულები ვიქნებით, რომ არ განმეორდეს ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა წარსულში. ამასთან, ახლა ვმუშაობთ ამ რეგულაციების დახვეწაზე. იყო გარკვეული სადავო პუნქტები, მაგალითად პრობლემას წარმოადგენდა მუხლი, რომელიც მოიაზრებს ლოკაციის ადგილას საპატრულო პოლიციის, სამედიცინო დახმარების და სახანძროს გაფრთხილებას. ამ სახის შეტყობინების ვალდებულებას ჩვენი რეკომენდაციებიდან ვიღებთ, ვინაიდან პრაქტიკამ აჩვენა, რომ რთული შესასრულებელია. დარჩება ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულება, მძღოლის კვალიფიკაციის შემოწმების ვალდებულება და შესაბამისი მართვის მოწმობა. ასევე, ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მონაწილე ბავშვების შესახებ და მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შესახებაც. შშმ ბავშვების ტრანსპორტირებაც შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მშობლის მხრიდან წერილობითი თანხმობა ვალდებულებად შემოგვაქვს. ეს წერილობითი დასტური იმისთვის არის საჭირო, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ პრეტენზია ორგანიზატორთან. მაგალითად არ თქვას, რომ არ იყო ექსკურსიის შესახებ ინფორმირებული და ბავშვის წაყვანა მისი თანხმობის გარეშე მოხდა - ეს შესაძლო გაუგებრობებს გამორიცხავს. თუ ექსკურსიის ორგანიზატორი მასწავლებელია, მან აუცილებლად წერილობით უნდა მიმართოს დირექტორს, შეატყობინოს ექსკურსიის ლოკაცია, თარიღი, მონაწილეთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაცია, ვინ მიჰყვება მას ბავშვებისთვის ყურადღების მისაქცევად. ამ წერილობითი მიმართვის შემდეგ სკოლა საკითხს განიხილავს და მხოლოდ შეთანხმების შემდეგ განხორციელდება ექსკურსია. ექიმის დასწრების პუნქტიც ასევე იყო პრობლემური. მოგეხსენებათ ბევრ სკოლას არ ჰყავს ექიმი და არც მანდატური, თუმცა ეს მუხლი, მაინც დარჩება ჩვენს ახალ რეკომენდაციებში. ექიმის მაგივრად შესაძლებელია იყოს ერთი პასუხისმგებელი პირი, ვისაც აქვს შესაბამისი უნარები და კომპეტენცია, რომ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. შეიძლება ეს იყოს მშობელიც. მთავარია რომ ადგილზე ამ ტიპის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა იყოს. იმ შემთხვევაში თუ მშობლები თავისი ინიციატივით გადაწყვეტენ ექსკურსიის მოწყობას, ისინი ვალდებულები იქნებიან სკოლის ადმინისტრაციას გააგებინონ. უნდა ითქვას რომ, თუ ისინი არ გააგებინებენ ადმინისტრაციას, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. კვებას რაც შეეხება, საჭმლის გადატანა უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული ნორმების დაცვით. კეიტრინგის ვალდებულებას რეკომენდაციებში ვერ ჩავუდებთ, თუმცა შესაძლებლობა ექნებათ, კონტრაქტი გააფორმონ რომელიმე კომპანიასთან, რომელიც მათ საკვებით უზრუნველყოფს. ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. მადლობა ღმერთს ასეთი ტრაგედიები ხშირად არ ხდება, დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, რაც ძალიან ძნელად გადასატანი იყო", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა. რეგულაციების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის, 174-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ცანაბაშვილიც, თუმცა მიიჩნევს, რომ ექსკურსიების ორგანიზატორებს ნაკლებ ბიუროკრატიასთან უნდა ჰქონდეთ საქმე. პედაგოგის თქმით, რეკომენდაციების შემოღების შემდეგ ექსკურსიების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. „ეს რეკომენდაციები ართულებს ექსკურსიების გამართვას და უკვე ფაქტიურად უარს ვამბობთ მათ მოწყობაზე. იმდენი რამ არის მოსაგვარებელი, რომ ბავშვების სადმე წაყვანა რთულდება. მესმის უსაფრთხოება, მესმის ჯანსაღი საკვები, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ხდება დასარეგულირებელი. ფურცლებზე უნდა ვირბინოთ, დოკუმენტაცია უნდა ვაგროვოთ, ფაქტიურად ეს ყველაფერი არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. მე როდესაც ექსკურსიაზე მიმყავდა კლასი, მძღოლსაც და ტრანსპორტსაც მშობლებთან ერთად გულდასმით ვამოწმებდი, საკვების საკითხშიც მშობლები თავად იყვნენ ჩართული, მიგვქონდა პიკნიკისთვის განკუთვნილი საკვები, გადაზიდვის საკითხსაც მშობლები აგვარებდნენ. ექსკურსიების გამართვა უნდა გამკაცრდეს და უნდა გაკონტროლდეს, თუმცა უმჯობესი იქნება რომ ამის მარტივი გზა მოინახოს, რადგან მთელი პასუხისმგებლობა და საკითხების დარეგულირება კლასის დამრიგებელს დააწვება. ტრანსპორტის გაუმართაობა არის ყველაზე დიდი პრობლემა რაც შეიძლება ექსკურსიაზე წარმოიშვას. გვყავდა მძღოლი, რომელთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით, რადგან ტრანსპორტი იყო გამართული და მისი მომსახურებით ვიყავით კმაყოფილი. მივესალმები რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, რომ ბავშვს არაფერი დაემართოს, უბრალოდ ნაკლებ ბიუროკრატიასთან უნდა გვქონდეს საქმე. თუნდაც მაგალითად ჩემზე როგორც ორგანიზატორზე არ გადატყდეს ჯოხი, რომ მაგალითად - შენ აირჩიე ეს კომპანია და არა ის და ახლა ამან შექმნა პრობლემა. ბოლო დროს დიდი მსჯელობა გვქონდა სკოლაში, რადგან წელიწადში ორჯერ მიგვყავდა ბავშვები ექსკურსიაზე. ამ რეკომენდაციების გამო ექსკურსიების რაოდენობა შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა უარს აცხადებს ორგანიზებაზე, რადგან ქალაქში გაყვანაც კი, ძალიან ბევრ საქმესთან არის დაკავშირებული. გამოდის რომ ბავშვებს ვიცავთ, მაგრამ აღარ მიგვყავს", - აღნიშნა ცაბანაშვილმა. მასალის მომზადების დროს რამდენიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ მშობლების ნაწილს ექსკურსიებთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამასთან, როგორც ერთ-ერთი მშობელი "ექსპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რეკომენდაციებში გაწერილი რამდენიმე პუნქტი მისაღებია, თუმცა ზოგიერთი მათგანის შესრულება რთულად ეჩვენება. "რეკომენდაციების არსებობა პირველად მესმის, არც კლასის დამრიგებელს და არც სკოლის ადმინისტრაციას მშობლებისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. ჩემი შვილი მე-7 კლასელია, მას და მის თანატოლებს, გარდა სკოლის კედლებში მიღებული ცოდნისა, აუცილებლად სჭირდებათ სასარგებლო და წამახალისებელი გართობა. იმ რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს დაუწესებია ყურადღებით გავეცანი. მათ ნაწილს გარკვეულწილად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, აუცილებელია სატრანსპორტო საშულებას ტექდათვალიერება ჰქონდეს გავლილი და მძღოლი შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ასევე, უნდა იყოს მოქნილი თანაბრად ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოზარდისთვის. ექსკურსიის მოწყობა საპასუხისმგებლო საქმეა, ამას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა, მაგრამ ზოგი რეკომენდაცია გადაჭარბებული მგონია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შვილებს ექსკურსიაზე ვერ გავუშვებთ, ან ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგვიწევს. ვისურვებდი, რომ სამინისტრომ უფრო მეტად დახვეწოს რეკომენდაციები, რათა მისაღები იყოს ყველასთვის. თუ ეს ნამდვილად ასეა, დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ სკოლები ექსკურსიების მოწყობას. ჩემი შვილის კლასის მაგალითზე რომ ვისაუბრო, კლასში 17 ბავშვი სწავლობს, რადგან ჯერ მხოლოდ 13-14 წლის არიან, სრულ დამოუკიდებლობას არ ვაძლევთ, ამიტომაც ექსკურსიებზე 5-6 მშობელი მაინც მივყვებით ხოლმე. როგორც საკუთარ შვილზე, ასევე მათ მეგობრებზე პასუხიმგებლობას ვიღებთ. მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ ეტაპზე მგონი საკმარისი იქნება თუ ტრანსპორტირების პრობლემას მოაგვარებენ", - განაცხადა მშობელმა. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას „ბავშვთა უფლებების კოდექსიც“ არეგულირებს, თუმცა კანონპროექტი პარლამენტში ჯერ განხილვის სტადიაშია და ძალაში შესული არ არის. ახალი რეგულაციები სავარაუდოდ 2020 წლიდან დაწესდება და კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს. მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრო განახლებულ რეკომენდაციებზე მუშაობას დაასრულებს, "ექსპრესნიუსი" დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)