2019-05-28 10:11:31, 839 ნახვა
საზოგადოება
ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის ინაუგურაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან